“ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება,” – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქართველო მძიმე სცენარის განვითარებას არ ელოდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც მზაობა მიდის 3 700 საწოლამდე.
„ეს არის სცენარი, რომელიც სოციალური დისტანცირების 30-პროცენტიან მაჩვენებელს შეესაბამება. იმედი მაქვს, პროგნოზი, რომელიც ამ სცენარის მიხედვით შედგა, გამართლდება და ჩვენ გვექნება მხოლოდ ზომიერი, ეტაპობრივი და თანდათანობითი მატება, რათა მოვახერხებთ, პიკი მაქსიმალურად გადავავადოთ, გარკვეული პერიოდის, რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პიკი არც მივიღოთ და ეს ეტაპი მხოლოდ თანდათანობითი მატების ფონზე გავიაროთ. 10-დან 20 შემთხვევამდე ჯერ კიდევ არის ის პროგნოზული მატება, რომელიც კარგ მოსალოდნელ სცენარში გვქონდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გამოჯანმრთელებულია 39, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.
