ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შემდეგ საჭიროებებზე წერს.
“ციხეში გვყავს მოშიმშილე პატიმარი, ეს პატიმარი ქვეყნის მესამე პრეზიდენტია.
პირველი და გადაუდებელი, რაც გვჭირდება:
დამოუკიდებელი და სანდო სამედიცინო ექსპერტიზის შეფასება, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ინფორმაცია – რა გეგმა აქვს მის დამტუსაღებელ ხელისუფლებას, რომლის მართლმსაჯულების პოლიტიკურ მოტივაციაში ეჭვი არ არსებობს. რას აპირებენ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში?”,-წერს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი მე-6-ე დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტს დღეს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით კათალიკოს პატრიარქმაც მიმართა, თუმცა სააკაშვილმა შიმშილობის უარი თქვა.
