LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა“ – პოლიციამ სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

157
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 1 პირი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 26 იანვარს, სენაკში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g