ამერიკულმა მაუწყებელმა CNN-მა თანამშრომელთა დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა. სიახლე შეეხო ყველას, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ფიზიკურად ოფისში ყოფნა არ სჭირდება.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო.
გადაცემები დიდ სტუდიებს დაემშვიდობებიან და მცირე მასშტაბებს აითვისებენ, რათა ერთ სივრცეში მაქსიმალურად ცოტა ადამიანი იყოს თავმოყრილი.
კომპანიის ხელმძღვანელობამ ისიც დააზუსტა, რომ ოფისში დარჩენილებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება და ამ რეგულაციას ძალიან მკაცრად გააკონტროლებენ.