LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ექიმის შვილია – ვინ არის ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე მოკლული ახალგაზრდა?

4422
miriankukava

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ახალგაზრდა მირიან კუკავაა. ის ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას ემსხვერპლა. ახალგაზრდა გულის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

“დი­ლით გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი. ისე­თი კარ­გი ბიჭი იყო. და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და ვი­ღა­ცამ გა­უ­ყა­რა დანა გულ­ში. მი­მა­ლავ­დნენ, ახლა მი­თხრეს. გა­და­სა­რე­ვი ბავ­შვი… ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლი, არჩვე­უ­ლებ­რი­ვი, წე­სე­რი, თბი­ლი, ტკბი­ლი ბავ­შვი” – ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი “ტვ პირ­ველ­თან”.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მირიან კუკავა ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის შვილია.

სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში: გარდაცვლილია 20 წლის ბიჭი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები