ვიქტორია ბექჰემი შოკშია თავისი უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემის ხმაურიანი განცხადების გამო. როგორც ცნობილია, ბრუკლინმა საჯაროდ დაადანაშაულა მშობლები წლების განმავლობაში კონტროლში, მანიპულაციებში და მისი ქორწინების დანგრევის მცდელობაში.
წყაროების ინფორმაციით, მომხდარმა ვიქტორია სრულად გაანადგურა.
„ვიქტორია ვერ იჯერებს, რომ მისმა შვილმა ასეთი რამ თქვა. ყველა შოკშია. მაგრამ ვიქტორია განსაკუთრებით გულგატეხილია. ოჯახი შიშობს, რომ მათი ვაჟი ამაზე არ გაჩერდება და კიდევ ბევრს რამეს იტყვის“, – ამბობს ინსაიდერი გამოცემა Mirror-თან.
წყაროს მიხედვით, ბექჰემები მომხდარში მთლიანად ნიკოლას ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ სწორედ მან უბიძგა ბრუკლინს ასეთი ნაბიჯისკენ.


