ბექჰემების ოჯახში დაძაბულობა კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მიზეზი გახდა ის, რომ ბრუკლინ ბექჰემმა მამას, დევიდ ბექჰემს, 51-ე დაბადების დღე არ მიულოცა.
შაბათს, როცა ლეგენდარული ფეხბურთელი იუბილეს აღნიშნავდა, ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, სოციალურ ქსელებში სრულად დუმდნენ. ყოველივე ამის ფონზე, დევიდი მილოცვებით და თბილი სიტყვებით მისმა სხვა შვილებმა, რომეომ, კრუზმა და ჰარპერმა აავსეს.
რაც შეეხება ვიქტორიას, მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა ვიდეო და საყვარელ მამაკაცს თბილი სიტყვებიც მიუძღვნა.
ბრუკლინის დუმილმა სოციალურ ქსელებში კვლავ კითხვები გააჩინა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო პერიოდში, რამდენიმე კვირის წინ მან ასევე უყურადღებოდ დატოვა დედის დაბადების დღეც.
„შენ ხარ საუკეთესო ცოლი, დედა, მეგობარი” – როგორ აღნიშნა ვიქტორია ბექჰემმა 52 წლის იუბილე
გულნატკენი მამისა და უძღები შვილის „ნანატრი“ შეხვედრა? – რა მოხდა ბევერლი-ჰილზის სასტუმროში
