„ბილბორდმა“ ინფორმაცია გაავრცელა, Coachella 2022-ის ჰედლაინერების ვინაობა ცნობილია. ღონისძიებას, ჰარი სტაილზი, ბილი აილიში, კანიე უესტი და Megan Thee Stallion გაუძღვებიან.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი წამყვანი ტრევის სკოტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის Astroworld-ზე დატრიალებული ტრაგედიის გამო სიიდან გამორიცხეს.
ცნობისთვის, Coachella-ს ფესტივალი 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, ის კალიფორნიაში 5-17 და 22-24 აპრილს გაიმართება.