LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება: საქართველოს პარლამენტი საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას მიიღებს

111
1605182893-ნიკოლოზ-სამხარაძე

„ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია. ამ მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყრებაში და დეოკუპაციაში” – ეს განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, პირველი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციური ამოცანა ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებაა, სწორედ ამიტომ, ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება მუშაობას:

“ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები მივიღოთ. ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება წარმოდგენს საქართველოს კონსტიტუციურ ამოცანას და ქართველი ხალხის არჩევანს. აქედან გამომდინარე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას. ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ გაწევრიანების წინ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოსა და ნატო-ს შორის უკვე არსებობს” – თქვა სამხარაძემ.

მისივე განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც ბოლო წლებში აქტიური მუშაობის შედეგია:

“მე-10 მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტად დაისახავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების მიღწევაში და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს. მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის ფონზე, რომელსაც ოპოზიის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, დაგმონ ეს კამპანია და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვას,“- აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

magti 5g