LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატმა „მოლნუპირავირმა“ კვლევა წარმატებით გაიარა

206
b28421d2-4445-4bd6-8388-fbd2108a924e-675

კორონავირუსის პირველმა დასალევმა ანტივირუსულმა მედიკამენტმა, მოლნუპირავირმა კვლევა წარმატებული შედეგით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების თქმით, პრეპარატმა წარმატებით შეძლო, კორონავირუსის რისკჯგუფების პაციენტებისთვის, კვლევის დროს, ვირუსის გართულება თავიდან აერიდებინა. კოვიდსაწინააღმდეგო ტაბლეტებმა კვლევით ჯგუფში, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკები მარტივი ან საშუალო მდგომარების ინფიცირებულ პაციენტებში 50%-ით შეამცირა. 

მედიკამენტის ტესტირება იმდენად წარმატებით მიდიოდა, რომ მათ, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან (FDA) განხილვის შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილეთა აყვანა შეწყვიტეს.

მოლნუპირავირს აღიარებას, სავარაუდოდ, წლის ბოლოს მისცემენ. მისი გამოყენება სახლის პირობებში იქნება შესაძლებელი და მისი მეშვეობით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რიცხვი შემცირდება, თუ სამკურნალოდ დაამტკიცებენ და გაყიდვაში გაუშვებენ.

კომპანია Merck-ის აღმასრულებელი დირექტორის, რობ დევისის თქმით, ისინი FDA-ს ავტორიზაციას მომდევნო კვირებში მოსთხოვენ.

თუკი წამალი ავტორიზაციას მიიღებს, ის იქნება პირველი დასალევი ანტივირუსული ტაბლეტი.

მოლნუპირავირი არის მედიკამენტი, რომელიც ვირუსის რნმ-ს დააზიანებს და მის რეპლიკაციას ხელს შეუშლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები