20 დეკემბერს, ბროდვეიზე სპექტაკლის, „გოდოს მოლოდინში“ ჩვენება გაიმართა, რომელშიც მთავარ როლებს 61 წლის კიანუ რივზი და ალექს უინტერი ასრულებენ. თეატრალურ საღამოს არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი დაესწრო. მაყურებელთა შორის იყვნენ სანდრა ბულოკი, ბრედლი კუპერი, ჯიჯი ჰადიდი და ასევე რობერტ დაუნი უმცროსი.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ცნობილი სტუმრები კულისებში შეხვდნენ მსახიობებს და წარმატებული წარმოდგენა მიულოცეს. განსაკუთრებული ყურადღება სანდრა ბულოკმა მიიქცია, რომელიც თეატრში პირველ რიგში კიანუ რივზის მხარდასაჭერად იჯდა.
People-ის ცნობით 61 წლის ბულოკი ძალიან გულთბილი იყო მთელი დასის მიმართ და დამსწრეებს საკუთარი ხელით გამომცხვარი ორცხობილებით გაუმასპინძლდა.
„მათი შეხვედრას ცრემლების გარეშე ვერ უყურებდით, აი ეს არის ნამდვილი მეგობრობა“, – ამბობს თვითმხილველი.
დიდი დაბრუნება – სანდრა ბულოკი და კიანუ რივზი ახალ ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ
საკულტო ფილმის, „სიჩქარის“ 30 წლის იუბილე სანდრა ბულოკმა და კიანუ რივზმა ერთად აღნიშნეს



