ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის“ ერთ-ერთი ცნობილი მოაზროვნე, ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს ერთ-ერთი, მისი შეფასებით, ამაზრზენი ტრადიციის შესახებ, რომელიც საქართველოში არსებობს:
„ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ტრადიცია, რაც დღემდე აქტუალურია, არის ის, რომ ოჯახის მემკვიდრე ბიჭია და „გოგო წამსვლელია” და ამიტომ გოგოს არაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ეს საკითხი დარეგულირებულია, პრაქტიკა მაინც სავალალოა (ისე არა, როგორც ადრე, მაგრამ მაინც).
გოგო შვილების დღე ყოფილა დღეს და გოგოებსაც და ბიჭებსაც გისურვებთ, რომ ეს „ტრადიციად” მონათლული ჭირი მოგვშორდეს ერთხელ და სამუდამოდ“.