5 წლის დაჩის, რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად, თვალზე პრობლემა შეექმნა და მის დასახმარებლად მოქალაქეები არაერთხელ გაერთიანდნენ, თურქეთის კლინიკაში ოპერაციას უკეთებენ.
სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს:
„მეგობრებო, დაჩი რომელსაც თქვენ შეუგროვეთ საჭირო თანხა, თურქეთის კლინიკაში უკვე შეიყვანეს საოპერაციოში. ველოდებით კარგ ამბებს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, არასრულწლოვანი ბიჭი მეორე სართულიდან გადმოვარდა, შედეგად მას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა.
მეგობრებო, დაჩი რომელსაც თქვენ შეუგროვეთ საჭირო თანხა, თურქეთის კლინიკაში უკვე შეიყვანეს საოპერაციოში. ნათია თანდაშვილი ველოდებით კარგ ამბებს❤️❤️❤️
Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 20 მაისი, 2025