LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიან კიტონის გარდაცვალებისა და დაგვიანებული აღიარების შემდეგ 85 წლის ალ პაჩინო 31 წლის შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

352
page

85 წლის ალ პაჩინო თავისი ცხოვრების მთავარი სიყვარულის, დაიან კიტონის გარდაცვალებისა და დიდი აღიარების შემდეგ პირველად გადაიღეს. ის თავის ახალგაზრდა მეგობარ გოგოსთან, ნურ ალფალათან ერთად ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში შენიშნეს. ალი კარგ განწყობას სულაც არ უჩიოდა და ფოტოობიექტივის წინაშე იღიმოდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პაჩინომ გულწრფელად აღიარა, რომ კიტონი მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო და მათ შორის არსებულ კავშირს, რომელიც საკულტო ფილმში, „ნათლიმამაში“ დაიწყო, არასდროს დაუკარგავს სიძლიერე და სიღრმე.

„ძალიან ვნანობ, რომ დაიანზე არ დავქორწინდი, ამას ცხოვრების ბოლომდე ვინანებ, ძვირფასო დი, ძალიან მტკივნეულად და მარტოსულად ვგრძნობ თავს, უფრო მეტად ვიდრე მთვარე ყოველ ღამით, ყველაზე მეტად ეს ალბათ შენი არყოფნის ბრალია და იმისიც, რაც ჩვენ გვაკავშირებს, ჩემი ფიქრები შენთანაა, შენ იცი ყველაფერი და ბევრს არაფერს ვიტყვი, შევხვდებით ისევ, სიყვარულით შენი ალი…“, – განაცხადა 85 წლის ალმა.

„ძალიან ვნანობ, რომ დაიან კიტონზე არ დავქორწინდი… შენ იცი ყველაფერი… შევხვდებით ისევ, სიყვარულით შენი ალი…“ – ალ პაჩინოს სულისშემძვრელი წერილი და დაგვიანებული აღიარება

84 წლის ალ პაჩინო და 31 წლის ნურ ალფალაჰი განშორების შემდეგ ერთად პირველად გამოჩნდნენ

ცნობისთვის, გასულ წელს ნურ ალფალაჰი ცნობილ წამყვანთან და პროდიუსერთან, ბილ მართან ერთად გამოიჭირეს. ის და 68 წლის ბილი გვიან ღამით, სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს. მედიის ცნობით, სწორედ ეს გახდა პაჩინოსა და ალფალაჰის დაშორების მიზეზი. თუმცა, როგორც ჩანს, პაჩინომ შეყვარებულს ღალატი აპატია და მას შეურიგდა. შეგახსენებთ, წყვილს საერთო, ვაჟი, რომანი ჰყავს.

85 წლის ალ პაჩინოს უსაყვარლესი ვაჟის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები