LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამატებითი დოზები ეკუთვნის „ფაიზერის“ ვაქცინას. არც ერთ სხვა ვაქცინას ჯერჯერობით ოფიციალური „ბუსტერი“ არ სჭირდება – არც „სინოფარმს“, არც „სინოვაკს“ და არც „ასტრაზენეკას

539
ბიძინა კულუმბეგოვი

„დამატებითი დოზები ეკუთვნის „ფაიზერის“ ვაქცინას. არც ერთ სხვა ვაქცინას ჯერჯერობით ოფიციალური „ბუსტერი“ არ სჭირდება – არც „სინოფარმს“, არც „სინოვაკს“ და არც „ასტრაზენეკას“, – ამის შესახებ განცხადება ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა, სადაც განმარტა, საჭიროა თუ არა ე.წ. ბუსტერ დოზა „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ.

ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით, მწარმოებელ კომპანიებზე და FDA-ზე დაყრდნობით, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინის დამატებითი დოზები ეკუთვნის „ფაიზერის“ ვაქცინას. არც ერთ სხვა ვაქცინას ჯერჯერობით ოფიციალური „ბუსტერი“ არ სჭირდება – არც „სინოფარმს“, არც „სინოვაკს“ და არც „ასტრაზენეკას“.

კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე დაავადება და სიკვდილობა ამ ვაქცინით აცრილებში 6 თვის შემდეგაც არ გაიზარდა. „ფაიზერთან“ მიმართებაში იმუნური პასუხი ჩამოვარდა, ოღონდ არაჯანმრთელ და ასაკოვან პოპულაციაში.

თუ ადამიანს აქვს მოგზაურობის აუცილებლობა და მიმღები ქვეყანა „ფაიზერით“ აცრის დამადასტურებელ კოვიდპასპორტს სთხოვს, სახელმწიფო აძლევს უფლებას, რომ „სინოვაკი“/„სინოფარმით“ ბოლო აცრიდან 28 დღის შემდეგ, სრულად გაიაროს „ფაიზერით“ ვაქცინაცია. ეს გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ვინაიდან აზიის ქვეყნებიდან აშშ-ში ძალიან ბევრი ხალხი ჩადის“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები