LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში მარტოხელა ადამიანებს საშობაოდ კომპანიონის პოვნაში დაეხმარებიან

49
Ca9804376089435

მარტოხელა დანიელებს, ვისაც არ სურს  შობას მარტო შეხვდეს, შეუძლიათ დღესასწაულზე უცნობი სტუმარი მოიპატიჟონ. ამისათვის ქვეყანაში სპეციალური საიტი Julevenner.dk შეიქმნა.

შობის სტუმარი შესაძლოა გახდეს ვინმე ადგილობრივი, მიგრანტი ან სტუდენტი, რომელიც ამ საიტზე რეგისტრაციას გაივლის (დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია).

ინიციატივის ავტორი წითელი ჯვარი გახდა და ორგანიზაციაში დარწმუნებული არიან, რომ არსებობს უამრავი მიზეზი თუ რატომ მოუნდებათ დანიელებს შობის უცხო ადამიანთან ერთად აღნიშვნა. მაგალითად, მათ დააინტერესებს დანიური საშობაო ტრადიციების გაცვლა ან უბრალოდ ახალი ნაცნობობა მიიზიდავთ.

პროექტის ავტორები გეგმავენ, რომ ეს ინიციატივა ახალი წლისთვისაც გაიმეორონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები