LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, ლაზარეს დაკავება გახდა ჯაჭვის უმთავრესი რგოლი, რომელმაც მოსამართლეების სანქცირება გამოიწვია, მამი, მალე თავისუფალი იქნები“ – ლაზარე გრიგორიადისის მამა

183
Untitled design

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბექა გრიგორიადისი ფიქრობს, რომ მოსამართლეების დასანქცირებაში მნიშვნელოვანი როლი ლაზარეს დაკავებამაც შეასრულა:

„ძალიან მაგარი ამბავია მოსამართლეების დასანქცირება, რატომღაც მგონია, აწი შეგეშინდებათ მოსამართლეებს, რომ მიკერძოებული მოსამართლეები იყოთ, ამით იმედს ვიქონიებ, ლაზარეს სასამართლო რეალურად სამართლიანი პროცესი იქნება, თავისუფლება ლაზარეს..

მე დარწმუნებული ვარ, ლაზარეს დაკავება გახდა ჯაჭვის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი, რომელმაც გამოიწვია მოსამართლეების სანქცირება, ლაზა, მამი შენ მალე თავისუფალი იქნები ცოტაც გაუძელი“, – წერს ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გუშინ, 5 აპრილს გავრცელდა.

რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისის საქმეს, ის 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს. ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

„სიმბოლურია, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლემ უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი“ – პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიმართავს 

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

თამარ კორძაია: დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია რიგგარეშე სხდომაზე და შეუწყვიტოს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანქცირებულ წევრებს 

magti 5g