2020 წელი 57 წლის ლეგენდარული მსახობისთვის, ჯონი დეპისთვის ალბათ ყველაზე რთული იყო. მან სკანდალური სასამართლო პროცესი წააგო, უწყებამ ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო, ჯონი კი მოძალადედ. შედეგად დეპს Warner Bros.-მა ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა. უმსხვილესმა სტრიმინგსერვისმა „ნეტფლიქსმა“ კი ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა. თუმცა, როგრც ჩანს, ჯონი დეპი დანებებას არ აპირებს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისგან გარიყულმა ჯონი დეპმა მწერლის, უილიამ საროიანის 1939 წელს დაწერილი რომანიდან „დრო შენი ცხოვრებიდან“ ნაწყვეტი გაავრცელა. მსახიობმა თავის 9,21 მილიონ გამომწერს საკუთარი სიტყვებითაც მიმართა.
„ახლა მსოფლიო წარსულ ბედნიერ დღეებს იხსენებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. მე მჯერა, რომ თქვენ ასეთ რთულ პერიოდში ღიმილისა და ბედნიერების საბაბს იპოვით“, – წერს ჯონი.


