LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – ეს ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა, თორემ წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ქვეყანას მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

132
Untitled design (6)

„1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში, ეს ოფიციალურად, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაა, ასევე, რეკორდულია დასაქმების დონეც – ეს ბოლო წლებში, ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა მოიტანა, რომლებიც ჩვენ გადავდგით,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს რომ წინა ხელისუფლება ყოფილიყო, არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა.

„რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ.

მინდა „საქსტატის“ მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს.

წელს, დასაქმებულთა რაოდენობა ყველა კვარტალში გაიზარდა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც.

დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა. ამიტომ, ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მთავრობა საერთო, სახალხო, ეროვნული გამარჯვების ზეიმს გამართავს 

პრემიერი: „დღეს დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ისედაც გათვალისწინებული იყო და არის 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები