დათო არჩვაძემ ახლახან ნუცა ბუზალაძის ის გამოსვლა გააზიარა, რომელმაც ნუცას „ამერიკის ვარსკვლავის“ ტოპ 24-ში მოსახვედრად გზა გაუხსნა.
დათომ მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„ჩემი ნუცა ბუზალაძე! ჩვენი ერის სიამაყე თუ ადამიანურად, თუ მუსიკალურად! Georgia – Tbilisi რომ დაეწერა ტიტრებში, რამხელა სიამაყის შეგრძნება დამეუფლა, ენით ვერ გამოვთქვამ!.
როგორ მიხარია რომ მომავალმა მსოფლიო ვარსკვლავმა უკვე ჩაწერა ჩემი სიმღერა „ჩვენია დედამიწა” ასევე საოცრად ნიჭიერ,გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად!..
მალე მთელი დედამიწა მართლაც რომ მისი გახდება!..“