LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე: „ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს“

114
დავით კირკიტაძე

„ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს, მაგრამ 26 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, ჩვენს ხელშია ქვეყნის ბედი და იმ საკნის გასაღები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ რუსთავში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო „რუსთავში” მდებარე მოზრდილ დარბაზში უნდა შემდგარიყო, მაგრამ შუაღამისას მოკლე ტექსტური შეტყობინებით უარი მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ღონისძიებას, ხელშეკრულების საფუძველზე დარბაზს უთმობდნენ.

„ჩვენ იმ დარბაზში, ჩვეულებრივად ჩაგვიტარებია შეხვედრები, მაგრამ ახლა, ხელისუფლებისგან არნახული ზეწოლის შედეგად, იმ ადამიანებისგან შუაღამისას მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დარბაზს ვერ დაგვითმობდნენ. ეს არის იმის დასტური, რომ ხელისუფლებას არამარტო მიხეილ სააკაშვილის ეშინია, რომელიც პუტინის ბრძანებით, ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, არამედ ეშინია მისი წიგნისაც კი.

გია ბარამიძე: „ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება“

წიგნის პრეზენტაციის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ოფისი. მართალია, ვერ ვეტევით და ისეთი ვერ იქნება პრეზენტაცია, როგორიც ჩაფიქრებული იყო, მაგრამ მაინც ვატარებთ პრეზენტაციას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გიულის, მესამე პრეზიდენტის დედას, რომელიც არ იშურებს ძალასა და ენერგიას.

ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვინც ეს ქვეყანა ააშენა, ციხეშია და ვინც ამ ქვეყანას ანგრევს, ჰყიდის და რუსეთს აბარებს, გარეთ დადიან და გვეყელყელავებიან. რუსთავში იყო რამდენიმე დღის წინ და სისულელეები იძახა! ეს ხალხი დადის გარეთ, მიხეილ სააკაშვილი კი ციხეში ზის.

ამის მიუხედავად, გიული ალასანია დადის ყველგან – ზუგდიდში იყო გუშინწინ დიდ შეხვედრაზე, მანამდე იყო ყვარელში, გორში და ცდილობს, რომ იმედი, რომელიც ხელისუფლებას უნდა, რომ დაუკარგოს ჩვენს ხალხს, პატრიოტებს, გააღვივოს.

ჩვენ კარგად ვიცით, 12 წელია ვის წინააღმდეგ ვართ და ვიცით, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბლომდე ვდგავართ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი: ჩვენს ხელშია ქვეყნის ბედი და იმ საკნის გასაღებიც აღარაა ივანიშვილის ხელში, რომელიც 27 სექტემბერს გამთენიისას, კანონის სრული დაცვით გაათავისუფლებს ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

ყველას გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო რუსთავში 2012 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა გადააბარა ხელისუფლება: ეზო-ეზო დადიოდა და ატარებდა შეხვედრებს. ახლა ბიძინა ივანიშვილი ათასში ერთხელ ჩამოდის, ჯავშანში შედის და ჩვენ კი არა, თავის მხარდამჭერებსაც ასე ელაპარაკება.

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი – გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?“

გახსოვთ, რა ხდებოდა რუსთავში მიშას დროს და რა დღეში ჩაგვაგდო ივანიშვილმა რუსთაველები. ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიშოროთ ეს მოსკოვის მეხუთე კოლონა საქართველოდან“. – განაცხადა დავით კირკიტაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g