LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა: „ხურვალეთიდან, ქალბატონმა ლუდა სალიამ მოგვაწოდა ფოტომასალა, სადაც ერთ-ერთ საგუშაგოზე რუსები გამოჩნდნენ – მათი აქტიურობა ბოლო 1 წელში თვალშისაცემია“

166
რუსი ოკუპანტები ხურვალეთთან

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში რუსი ოკუპანტების ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ რუსების ერთ-ერთ საგუშაგოზე გამოჩენის შესახებ ინფორმაცია, მას ლუდა სალიამ მიაწოდა.

როგორც ქაცარავა წერს, რუსები კვლავინდებურად აქტიურობენ.

„ხურვალეთიდან, ქალბატონმა ლუდა სალიამ მოგვაწოდა ფოტო მასალა, სადაც რუსები გამოჩნდნენ ერთ-ერთ საგუშაგოზე, დაცალეს საინჟინრო მანქანა და მალევე დატოვეს იქაურობა.

მათი აქტიურობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვალშისაცემია. რუსეთის სტრატეგიული, გრძელვადიანი გეგმა საქართველოს საბოლოო დამორჩილებაა.

„როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს, ეს ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი“ – რუსეთმა ალეკო ელისაშვილსა და დავით ქაცარავაზე ძებნა გამოაცხადა

თუ ამისათვის საქართველოს ანექსია დასჭირდება, ამაზეც არ იტყვის უარს. საოკუპაციო ჯარების ნებისმიერი სახის აქტივობა, იქნება ეს სანგრების თხრა, ბლინდაჟების კეთილმოწყობა, სადაზვერვო სისტემების ინსტალაცია თუ ნებისმიერი სხვა მოქმედება, უნდა განიხილებოდეს როგორც მზადება შემდგომი აგრესიის განხორციელებისათვის.

რუსეთი მტერია!

რუსეთი კლავს!“ – წერს დავით ქაცარავა Facebook-ზე.

რუსები კვლავინდებურად აქტიურობენ. ხურვალეთიდან, ქალბატონმა ლუდა სალიამ მოგვაწოდა ფოტო მასალა, სადაც რუსები გამოჩნდნენ…

Posted by დავით ქაცარავა on Sunday, 3 March 2024
magti 5g