LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც სასტიკი აგრესორია – არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც, არის თუ არა ავიაკომპანია სანქცირებული, აქვთ თუ არა თვითმფრინავებს სათანადო ნაწილები

184
კელი დეგნანი

„არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა…რადიკალური ოპოზიცია ეცდება, ეს თემა გამოიყენოს კამპანიისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ” – კობახიძე

როგორც მანვე აღნიშნა, „განსხვავება ამჟამინდელ სიტუაციასა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში და გააჩაღა სასტიკი, სისხლიანი ომი უკრაინის მოქალაქეების, ბავშვების, სკოლების, საავადმყოფოების, კორპუსების წინააღმდეგ“:

კელი დეგნანი: ჩნდება კითხვა, რატომ აკეთებს ამას ახლა.. დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ პუტინი ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე

„ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც თავს დაესხა საქართველოს 15 წლის წინ.“

„ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის იდენტურობისა და სუვერენიტეტის აღმოსაფხვრელად. ეს არის მთავარი, რაც მოხდა 2019 წლის შემდეგ.

არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მაჭარაშვილი: „კარგია, რომ რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ დატკბნენ საქართველოს ბუნებით, ეს გახლავთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები“

დასმულ კითხვაზე, რატომ დასთანხმდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის შემოთავაზებას, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ ხვალიდან რეისები განახორციელოს და სანქცირების გარდა, არსებობს თუ არა უსაფრთხოების საფრთხე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ევროპული ავიაკომპანიები აღარ ეხმარებიან რუსულ ავიაკომპანიებს, რომ სათადარიგო ნაწილები მიაწოდონ, ელჩმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთება არსებობს.

„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, „შესაძლოა დასანქცირდეს” – სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე

„არ მინახავს ინფორმაცია, რომელ ავიახაზებს მისცეს შემოსვლის უფლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დადგენა, არიან თუ არა ისინი სანქცირებული.

არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, არიან თუ არა ისინი სანქცირებული თვითმფრინავები, აქვთ თუ არა სათანადო ნაწილები, აქვთ თუ არა შესაბამისი ტექნიკური მომსახურება.

ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთება, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს“. – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g