LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ანდრია – სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით  მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს – დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას

187
ანდრია ჯაღმაიძე

სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, სინოდის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ზედმიწევნითი წარმართავს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევის პროცესს.

მეუფე სტეფანე – თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს – მე ვფიქრობ ასე, რომ ხმა უნდა მივცე მეუფე შიოს

„წინ გვაქვს აუცილებელი პროცედურა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. გვინდა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა.

პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად, ზედმიწევნითი დაცვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა, წარმართავს ამ პროცესს და საბოლოოდ სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g