LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დერეფნებში იყვნენ, არ არის პრობლემა, მაგრამ სჯობს, კომიტეტებში იყვნენ: პაპუაშვილი “გირჩის” პარლამენტში მისვლას ეხმიანება

48
Untitled design (4)

პარტია “გირჩის” წევრების პარლამენტში მისვლას ეხმიანება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი და ამბობს, რომ თუ პოლიტიკოსებს სურვილი აქვთ, შეუძლიათ საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებში იყვნენ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ კომიტეტებში შევლენ.

პაპუაშვილი ამბობს, რომ “გირჩის” შესვლა სხდომათა დარბაზში სჭირდება არა “ქართულ ოცნებას”, არამედ მათს ამომრჩეველს:

“კი ბატონო, დერეფნებში იყვნენ, არ არის პრობლემა, მაგრამ სჯობს, კომიტეტებში იყვნენ. ვერავის ვერაფერს ვერ დავაძალებთ. ჩვენ შეთანხმებისკენ მივდიოდით არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება მათ ამომრჩეველს, მათ შორის “გირჩის” ამომრჩეველს. მათ სურთ, რომ მათი წარმომადგენელი იყოს პარლამენტში და იმ პროგრამაზე ისაუბროს, რაც პარტიამ შეიმუშავა. სხდომათა დარბაზში მათი შესვლა სჭირდება არა “ქართულ ოცნებას”, არამედ მათ ამომრჩეველს.” – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “გირჩმა” შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ამის შემდეგ, პარტიის წევრები პარლამენტის შენობაში მივიდნენ და განაცხადეს, რომ დოკუმენტს ხელი ფორმალურად მოაწერეს, ელოდებიან ხელისუფლების ხელმოწერას და თუ ამას ხელისუფლება არ იზამს, დაელოდებიან შვიდიდან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ შევიდნენ პარლამენტის დარბაზში, მანამდე კი კულუარებში ან დერეფანში დაელოდებიან კოლეგებს, რათა პარლამენტის დარბაზში ერთად შევიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g