LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდა

116
პარკირება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში დღეიდან ისევ ამოქმედდა და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად  მოუწევთ. – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით,  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის  პარალელურად, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება იმ ადგილებში, სადაც აღნიშნული პარკირების სისტემა პანდემიამდეც ფუნქციონირებდა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დროებით შეჩერებული გვქონდა გადასახადი და ადამიანებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული გვქონდა.

იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი.

თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას ჯერ სრულად არ მოუცავს დედაქალაქი, თუმცა გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ადგილები, მაგალითად, ორბელიანის მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოთუბანი, პეკინის გამზირი, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილით, ასევე, ვაკის რაიონი, სადაც მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g