LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღემდე მახსოვს მისი ფაფუკი ხელები… ამ ვიდეოს რომ ვუყურებ, ჟრუანტელი მივლის“ – ბიჭი ცნობილი ვიდეოდან – „მიყვარხარ პატრიარქო“, უწმინდესის დალოცვის შემდეგ სტიქაროსანი გახდა

314
მიყვარხარ პატრიარქო

გადაცემასთან „დილა მშვიდობისა საქართველო“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 9 წლის გიორგიმ ის ემოციური კადრები გაიხსენა, რომლებმაც წლების წინ მთელი ქვეყანა აატირა.

ვიდეოში აღბეჭდილი პატარა ბიჭი, რომელიც უწმინდესს სიყვარულს უხსნიდა, დღეს უკვე სტიქაროსანია. გიორგი იმ განსაკუთრებულ შეხვედრასა და დალოცვაზე საუბრობს, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

„ამ ვიდეოს რომ ვუყურებ, ტანში ჟრუანტელი მივლის და ძალიან მიხარია… დღემდე მახსოვს ის მისი ფაფუკი ხელები და ეს არასდროს დამავიწყდება. დედას დავყავდი ტაძარში, მიყვებოდა ხოლმე პატრიარქზე და ბავშვობიდან შემაყვარა. დიდი სურვილი მქონდა, ერთხელ მაინც შევხვედროდი… ღიმილი ჰქონდა ძალიან ლამაზი, თვალებით მე მიყურებდა. ხელები დამადო და როცა დამლოცა, დედას ცრემლები მოსდიოდა.

შეიძლება პატარა ვარ ჯერ, მაგრამ ამ ამბავმა ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. მას შემდეგ, რაც დამლოცა, ტაძარში სიარული ძალიან მომინდა და მამა შალვა კეკელიასთან სტიქაროსანი გავხდი.“

magti 5g