დღეს 100 ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღევლინება. დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა. პარაკლისი 17:00 საათზე დაიწყება.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალ-ალ-ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.