LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩვენი თვალით რაც ვნახეთ, ეს იყო ყველაზე დიდი სიამაყის, ბედნიერების გრძნობა.. მთელი ნაპოლი ქუჩებში დადიოდა ნაპოლის ფორმით და 90% -ს, კვარას ფორმა ეცვა“ – რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

135
306274295_2118297341682958_2908221940616581902_n

სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსიკო ყიფიანი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

“ჩემი ოთო და მისი მეგობარი კვარასთან არიან ჩასული გადაცემის ჩასაწერად. აი, რას წერენ ისინი….

დღეს ჩვენი თვალით რასაც შევესწარით და ვნახეთ, ეს იყო ყველაზე დიდი სიამაყის, ბედნიერების და სამშობლოს ყივილის გრძნობა, მთელი ნაპოლი ქუჩებში დადიოდა ნაპოლის ფორმით და 90% -ს, კვარას ფორმა ეცვა, არც ოსიმენის, არ კაპიტანი დი ლორენცოსი , ჩვენი კვარას ფორმა!!!

გუშინ მოვიარეთ ღამით ყველა ბარი, კაფე და კლუბები, ყველგან, სადაც იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, უფასოდ გვეპატიჟებოდნენ, მოკლედ, 3 დღეა სასმელში ფული ვერ დავხარჯეთ. მერე კიდევ გაგიზიარებთ, დეტალებს, როცა ეს ემოციები ჩაცხრება. კვარა ჩვენი ელჩია მთელ ევროპაში!”, – წერს რუსიკო ყიფიანი ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g