LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ოჯახში სამი ადამიანიც რომ მივიდეს სტუმრად, მაშინვე რესტორანში მირბიან. დღესაც ვფიქრობ, სად და როგორ ვეტეოდით 40 კაცი ჩემს ოჯახში…“ – რა ენატრება ძველი თბილისის ტრადიციებიდან ნანული სარაჯიშვილს

328
ნანული სარაჯიშვილი

მსახიობი ნანული სარაჯიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ (1-ლი ოქტომბრის ნომერი) დანანებით ამბობს, რომ საქართველოში სახლში გამასპინძლების კულტურა ისეთი აღარ არის, როგორიც მისი ახალგაზრდობის დროს იყო:

„მომწონდა, სახლში სუფრა რომ იშლებოდა. ეს იყო მთელი აკადემია. მამას მეღვინე ჰყავდა და ძალიან კარგი თამადა გახლდათ. ვანო სარაჯიშვილის შვილიშვილი ვარ და წარმოიდგინეთ, რა სკოლა გავიარე! ჩემი ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე იყო.

ჩემი კარის მეზობელი გახლდათ მუსიკოს ნიაზ დიასამიძის პაპა, ცოტა ქვევით ბალერინა ნინო ანანიაშვილის ოჯახი ცხოვრობდა. როცა ჩვენი ფანჯრიდან სიმღერის ხმა გადიოდა, ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და გვისმენდა. დღეს ოჯახში სამი ადამიანიც რომ მივიდეს სტუმრად, მაშინვე რესტორანში მირბიან. დღესაც ვფიქრობ, სად და როგორ ვეტეოდით 40 კაცი ჩემს ოჯახში. ზოგი ფანჯრის რაფაზე იჯდა, ზოგი – სად ად ყველა ვხალისობდით. ზოგი მღეროდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი ლექსს ამბობდა… დღეს ყველაფერი სხვანაირად არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g