LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს უკრაინის ცის დაცვა NATO-ს დაცვას ნიშნავს”- დმიტრო კულება

69
დმიტრო კულება

დღეს უკრაინის ცის დაცვა ნიშნავს NATO-ს დაცვას, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნას.

მისივე თქმით, უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და მზად არის უზრუნველყოს ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერა.

“უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და მზად არის უზრუნველყოს ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერა. რუსეთის ქმედებებზე კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული. დაუყოვნებლივ ქმედებებს შორისაა: NATO-ს სამიტი უკრაინის მონაწილეობით შემდგომი ერთობლივი მოქმედებების განსახორციელებლად, რაც აიძულებს რუსეთს შეცვალოს კურსი ესკალაციის მიმართ, უკრაინას მიაწოდოს თანამედროვე თვითმფრინავები, როგორიცაა F-15 და F-16, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა ჩვენ შევძლოთ ნებისმიერი რუსული რაკეტის ჩამოგდება. დღეს უკრაინის ცის დაცვა ნიშნავს NATO-ს დაცვას”, – დაწერა კულებამ Twitter-ზე.

როგორც მანამდე მედიები წერდნენ, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას მართავს.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g