დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საქმეების რეორგანიზაციისთვის, წყლის პროცედურებისთვის, სარემონტო-სამღებრო საქმიანობისთვის. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, იყავით წინდახედული, ნუ აყვებით ფანტაზიებს.
ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობის ზონა და ფეხის კუნთები, ოპერაციები ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და თოპაზი, ეს ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომის, სასწორისა და მშვილდოსანისათვის, დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის.