დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ასევე დღე გეომაგნიტურია, რაც ჯანმრთელობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ, აუცილებლად გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა დალაგება დასუფთავებისთვის, ცოდნის შესაძენად, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, ქორწინებისთვის. პარფიუმერიისა და ავეჯის შესაძენად და ექიმებთან კონსულტაციისთვის. ნეგატიური დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანის ზონა.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, მწვანე და ნაცრისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და თოფაზი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის და ტყუპებისთვის, დაძაბულია ქალწული, მორიელისა და თხის რქისათვის.