ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება დილის 08:57 საათზე და გაგრძელდება 11:22-მდე. ამ ინტერვალში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაც აღინიშნება: ინტუიციის, ფანტაზიისა და შემოქმედების მმართველი პლანეტა ნეპტუნი დღეს დირექტულ მოძრაობაზე გადადის. ეს ცვლილება ინტუიციურ აღქმებს, შემოქმედებით უნარებს, უანგაროდ მოქმედების შესაძლებლობასა და ქველმოქმედებისკენ მიდრეკილებას აძლიერებს. ასევე, ხელს უწყობს ხელოვნების, პოეზიის, ლიტერატურის სფეროების გააქტიურებას, აძლიერებს საიდუმლოების დაცვის უნარს და გაღრმავებულ რწმენას. პოზიტიური გავლენა ექნება მგზავრობასა და მოგზაურობაზე, უცხოელებთან კონტაქტებზე და პედაგოგიურ საქმიანობაზე.
დღის რეკომენდაცია – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაადგილებისას.
პარტნიორული ურთიერთობები – თავი შეიკავეთ საყვედურებისა და ძველი წყენების გახსენებისგან, რათა ურთიერთობებში ზედმეტი დაძაბულობა არ შეიქმნას.
ჯანმრთელობა – შედეგიანია ღვიძლის, თვალების, ტერფებისა და ნაღვლის ბუშტის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. ოპერაციები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა დალაგებისა და დასუფთავებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციებისთვის, სწავლებისა და ინფორმაციის ათვისებისთვის. პოზიტიური გავლენა ექნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ვაჭრობას, დიეტის დაწყებასა და გასაუბრებებს.
დღის მინერალები და ფერები – ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ოპალი და ონიქსი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ყვითელი. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ქალწულისა და მორიელის ნიშნებზე. შედარებით რთული იქნება ვერძისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალური, საშუალო წარმატებით ხასიათდება.