LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3118
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – დღე კარგია საკუთარი ცხოვრებისეული გზის გასააზრებლად, სამშენებლო სამუშაოებისთვის, კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად და ბინის შესაცვლელად. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და ნერვიულობას. მეგობრულ წრეში ნუ გასცემთ საიდუმლოებებს, რადგან შესაძლოა ისინი თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ქალბატონებისა და დედის რჩევებს. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მალე ახდება.

დღეს ადამიანები იუმორს სათანადოდ ვერ აღიქვამენ, ამიტომ თქვენმა ხუმრობამ შესაძლოა სხვების გაღიზიანება გამოიწვიოს. აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ კონფლიქტურ ადამიანებს. მეგობრებთან ურთიერთობისას დაიცავით ზომიერება და ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი.

ჯანმრთელობა – სუსტდება მხედველობა, ვენები, ფეხის კუნთები და ნერვული სისტემა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. აკონტროლეთ წნევა და გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ შებოლილ და ცხარე კერძებს. მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას (უმჯობესია იაროთ) და თვალების გადაღლას. ძილის წინ ნუ მიიღებთ ზედმეტ ინფორმაციას.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და თოფაზი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ნეონისფერ, წითელ, ყვითელ, ვარდისფერ, ვერცხლისფერ და ცისფერ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძის, ტყუპების და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ქალწულისა და მორიელისთვის, რომელთაც მეტად მართებთ ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები