წინა ორი დღის მსგავსად, დღევანდელი დღეც გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაციები – დღეს ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგებს, არამედ თავად მოლაპარაკებების მეთოდებსაც. აკონტროლეთ თქვენი აზრები და სიტყვები. დღის მეორე ნახევარში მოიმატებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. მოერიდეთ სარკასტულ გამოთქმებსა და ზედმეტ იმპულსურობას.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა.
დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია ვარჯიშებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის. ხელს უწყობს მგზავრობასა და მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტებს, მათ შორის საკონსულო დონეზეც. კარგია უცხოეთში კაპიტალდაბანდებისთვის, სწავლისთვისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ხელს უწყობს საიუბილეო საღამოების ორგანიზებასა და პრეზენტაციების ჩატარებას.
დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, ნეფრიტი, საფირონი, ლაზურიტი და იაგუნდი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით პოზიტიურად აისახება ლომისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კირჩხიბისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.