LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3113
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ წამალი.

დღის რეკომენდაცია – დღის განმავლობაში შესაძლოა მოიმატოს ხასიათში შურისა და ეჭვიანობის გამოვლინებამ, ამიტომ სიფრთხილე და თვითკონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეინარჩუნეთ მოთმინება და ყურადღება, განსაკუთრებით ხარბ ადამიანებთან ურთიერთობისას. პარტნიორულ ურთიერთობებში სასურველია ოჯახის წევრების შეხვედრა და გულწრფელი საუბარი, რაც გააუმჯობესებს ურთიერთგაგებას.

ჯანმრთელობა – შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი, ამიტომ ოპერაციები და სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ჩასატარებლად, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად, საჩუქრების ან ლატარიის ბილეთების შეძენისთვის. ხელსაყრელია ახალი სამსახურის დაწყება, მეგობრული კონტაქტების გაღრმავება, მშენებლობა და საბავშვო ღონისძიებების ორგანიზება.

მოერიდეთ აბანოს, საუნას, სოლარიუმის გამოყენებას, ზედმეტ გადაღლას, სიმძიმეების აწევას და ნერვიულობას. ასევე, არ არის სასურველი ხელშეკრულებების, ფინანსური გარიგებების დადება ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

დღის მინერალები და ფერები – მინერალები: ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.ფერები: წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი ტონები გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და გამოირჩევა ზომიერი წარმატების ტენდენციებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები