დღეს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო 11:43-დან 12:58 საათამდე, რადგან ეს არის მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს ორმაგი ყურადღება მართებთ.
დღის რეკომენდაცია – დღე გეგმაზომიერი მუშაობისთვისაა განკუთვნილი – ნუ დაკარგავთ დროს ფუჭ ლაპარაკში. ახალი იდეები ხელს შეუშლის ძველი საქმეების დასრულებას, ამიტომ კონცენტრირდით დაწყებულზე. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან მაღალია ენერგეტიკული დაბინძურებისა და „თვალის აღების“ ალბათობა. საღამოს მოერიდეთ საიდუმლო მოქმედებებს. გაითვალისწინეთ, დღევანდელ სიზმრებს ნუ დაუჯერებთ. პოზიტიურია მუშაობა, რომელიც მოითხოვს სიზუსტესა და დისციპლინას. დღეს კარგია ავეჯის შეძენა და სახლის დალაგება. ასევე ხელსაყრელი დროა ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში ხელისშემშლელი ფაქტორები იქნება ეგოიზმი, ზედმეტი ამპარტავნება და საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას, რადგან ეს მხოლოდ დაძაბულობას გამოიწვევს.
ჯანმრთელობა – სუსტდება მხედველობა, ვენები და ნერვული სისტემა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. დღეს მოიმატებს ალერგიული შეშუპებისა და ინტოქსიკაციის რისკი. კვების რაციონში შეიტანეთ რძის ნაწარმი, ხილი, ნუში. მოერიდეთ ტერფების მასაჟს, პედიკურს, ანალიზების ჩაბარებას, ექოსკოპიასა და ალკოჰოლურ სასმელებს. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები, ფილტვების, ხელებისა და ბრონქების მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: აქვამარინი, ძოწი, საფირონი, ცირკონი, მარგალიტი და მარჯანი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ვარდისფერს, ვერცხლისფერს, იისფერს, ცისფერს, ყვითელს, მწვანესა და ნეონისფერებს, ეს ტონები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძისა და ტყუპებისათვის, მათ მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.