LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2762
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:42-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 3 ივნისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, პრაგმატულობას, ორგანიზებულობას და დისციპლინას, ერთგულებას, შეუპოვრობას და წინდახედულობას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და პრინციპულობას გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორისთვის ზედმეტი პრეტენზიის წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი თანამდებობის დაკავებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად, ინტერიერის შეცვლისა და ბინის კეთილმოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები