LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2114
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნა და ფუჭი დაპირებების გაცემა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი, პოლიტიკური და იდეოლოგიური საქმიანობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და უცხოეთში კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ფილტვების და ბრონქების სამკურნალოდ, მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ამეთვისტო, საფირონი, სარდიონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები