LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3056
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

გუშინდელი ახალმთვარეობისა და მზის დაბნელების შემდეგ, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა – აღმოსავლური ახალი წლის დადგომიდან მეორე დღეს, 18 თებერვალს, მზე ერთი თვით გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოს ნიშანში. აღნიშნული ზეგავლენა გააძლიერებს ადამიანებში ემოციურობას, მგრძნობიარობას, რომანტიზმს, სენტიმენტალურობასა და ინტუიციას, ასევე ქველმოქმედებისადმი მიდრეკილებას. ამავე პერიოდში შესაძლებელია გაძლიერდეს წარსულზე ფიქრი, ილუზიები, ფანტაზიები, ზედმეტი ნდობა და აზრების აკვიატება. მოიმატებს სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ტენდენციაც, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

დღის რეკომენდაციები

დღეს დაწყებული საქმეები შესაძლოა 5-6 თვის შემდეგ დასრულდეს. არ არის სასურველი სარისკო მოქმედებები, რადგან გაუგებრობების ალბათობა იზრდება.

პარტნიორული ურთიერთობები

იყავით გულწრფელები, თუმცა ამავე დროს დაიცავით პირადი სივრცე და საკუთარი საიდუმლოებები.

ჯანმრთელობა

დღეს სუსტდება მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემა, ღვიძლი და ტერფების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები

დღე პოზიტიურია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის, იურისტებთან კონტაქტებისთვის, საზოგადოების წინაშე გამოსვლისთვის, მოსამზადებელი სამუშაოებისა და ძველი საქმეების დასრულებისთვის. მოერიდეთ სესხის აღებას ან გაცემას, ახალი საქმის დაწყებას, მნიშვნელოვანი ანალიზების ჩატარებას, დაპირებების გაცემას, ახალი ფეხსაცმლის ყიდვას ან ჩაცმას.

დღის მინერალები და ფერები

მარგალიტი, მარჯანი, გიშერი და ამეთვისტო იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი და ფირუზისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები

დღე დადებითად აისახება ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების, ლომისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები