LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1707
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ენერგიას, კომუნიკაბელურობას და რომანტიკული თავგადასავლების სურვილს, ოპტიმიზმს, ლიდერულ და ორგანიზატორულ თვისებებს, მეორეს მხრივ, სულსწრაფობას, უყაირათობას და ეგოიზმს, სიზარმაცეს და თავმომწონეობას გააძლიერებს.

არ ღირს ზედმეტი ფორიაქი და საკუთარ თავზე ინფორმაციის გაცემა. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების და ენერგოველის დაბინძურების ალბათობა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც მოზღვავებული ემოციების ფონზე ძალიან გაუჭირდებათ გრძნობების მართვა და თავის შეკავება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და უცხიმო თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, კუნთებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები