LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2707
მიხეილ ცაგარელი

უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თითქმის მთელი ღამე და მთელი დღე მოქმედებს მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. იგი დაიწყება ღამის 01:38 საათზე და გაგრძელდება ღამის 22:07 საათამდე. ამ დროის მონაკვეთში მთვარის ენერგია ამცირებს კონცენტრაციის უნარს, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაციები – დღეს მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებსა და შვილებს, მათთან ურთიერთობებს. დღის ენერგიები ნუ გადაიზრდება აგრესიაში. მოერიდეთ ეგოიზმისა და დიქტატორული თვისებების გამოვლენას ხასიათში. გუშინდელი დღის მსგავსად, გადაღლა უარყოფითად აისახება მერწყულებზე, თევზებზე, ვერძებსა და კუროებზე როგორც ჯანმრთელობის, ისე ქმედებების კუთხით, ამიტომ ეცადეთ ზედმეტ დატვირთვას თავი აარიდოთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს.

პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ სულსწრაფობას, სიჯიუტის გამოვლენას და კამათისადმი მიდრეკილებას.

ჯანმრთელობა – ეფექტური და შედეგიანია ყელის, ენდოკრინული სისტემის, თირკმელებისა და კანის მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თავს, სისხლძარღვოვან სისტემას, ყელსა და ენდოკრინულ სისტემას.ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ნუ გადაღლით თვალებს. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, კაპიტალდაბანდებებს, ხელშეკრულებების დადებასა და წესების დარღვევას. დაუშვებელია აზარტი და სიჩქარის გადამეტება საჭესთან. დღე პოზიტიურია სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ასევე სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები