LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

966
IMG-0441

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 12:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ახალმთვარეობა ანუ მზის და მთვარის ენერგიის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში შერწყმა ნეგატიურად აისახება საქმიან და პირად ურთიერთობებზე. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და სამომავლო გეგმების დასახვა. მოიმატებს ტრავმების და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების, დეპრესიისკენ მიდრეკილების და აგრესიის გამოვლენის ალბათობა.

ხელოვნების, სიყვარულის და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას 20 დეკემბრამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, სასიყვარულო ურთიერთობაში პრაგმატულობას, პასუხისმგებლობას და მოთმინების უნარს გააძლიერებს.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოაწყვეთ განტვირთვის დღე.

მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე, მიირთვით მხოლოდ ხილი და ბოსტნეული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, გიშერი, ამეთვისტო, საფირონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები