მიმართულებადაკარგული მთავრის პერიოდში – 09-17- 10:07 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია და დუნდება ყურადღება, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და არასასურველი ტრავმების მიზეზი.
დღეს და ხვალ უმჯობესია, თავი შეიკავოთ თქვენი წარმატებების გაზიარებისგან, განსაკუთრებით ადამიანებთან, რომელთა დამოკიდებულებაში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს შური და ნეგატიური ენერგია, რაც დააზიანებს თქვენს შესაძლებლობებსა და ემოციურ წონასწორობას.
დღევანდელი დღის ენერგია აღძრავს ადამიანებში პრეტენზიულობას, აგრესიას, ამბიციურობას, ეგოიზმსა და სულსწრაფობას.
პარტნიორული ურთიერთობები – განსაკუთრებული ვნებათაღელვა იგრძნობა პირად ურთიერთობებში, რაც გააღვივებს ლტოლვას.
ჯანმრთელობა – დღეს აქტიურდება გეომაგნიტური ველი, რაც განსაკუთრებით რთულად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილები, გაღიზიანება და უგუნებობა. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღება. სასიკეთოა თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობა. რაციონში შეიტანეთ მაწონი, ყველი, ხაჭო, თევზი და ბოსტნეული.
თავი აარიდეთ სიმძიმეების აწევას, ფიზიკურ გადაღლას და ნერვულ დაძაბულობას.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია იურიდიული საქმიანობისთვის, ასევე ახალი თანამდებობის დაკავებისთვის ან ახალი სამსახურის დაწყებისთვის. ასევე იღბლიანია ლატარიის ბილეთის შეძენა.
არ არის რეკომენდებული ფინანსური გარიგებები, ხელშეკრულებების გაფორმება, ქონებრივი საკითხების გადაწყვეტა, ბინის შეცვლა, ნიშნობა და ქორწინება.
მინერალები და ფერები – დღეს თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი. ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ბეჟ და ლურჯ ტონებს
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად იმოქმედებს ვერძისა და სასწორის ნიშნებზე,
შედარებით დაძაბული იქნება კირჩხიბისა და თხის რქისთვის.