LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2344
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ელეგანტური, სამართლიანი და დიპლომატიური სასწორის, მთვარე კი აქტიური და ენერგიული ლომის ზოდიაქოს ნიშანაში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

საიდუმლოს გამოაშკარავების დღეა.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან სამყარო თქვენს სიმტკიცეს გამოცდის.

აკონტროლეთ აგრესია და გაღიზიანება, სიამაყე და ამპარტავნობა.

არ მოუსმინოთ სხვათა რჩევებს, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ხერხემალს და ძვლოვან სისტმას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის.  ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები