გააქტიურდით, გაიცანით ახალი ადამიანები, რადგან მაღალია უცხოელებთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინფორმაციის შეძენისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა წყლის პროცედურების ჩატარებისთვის, ბრონქებისა და ფილტვების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლალი, საფირონი და ბრილიანტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, მორიელს და თხის რქას.