ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება თევზების ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ყველა ნიშანზე. მოიმატებს აგრესიის და დეპრესიის, შინაგანი შიშებისა და კომპლექსების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები, ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო, მარგალიტი და ალექსანდრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.