LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2936
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

სიყვარულის და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას 23 სექტემბრამდე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ დიპლომატიურობას და კომპრომისების მოძიების უნარს, მეორეს მხრივ სულსწრაფობასა და მერყეობას გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, უსარგებლო ნივთებისა და მომაბეზრებელი ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დღეს და ხვალ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ ვერძის, კირჩხიბის, სასწორის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ფილტვების, კუჭის და ღვიძლის დაავადებები. 

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები