LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3066
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე საკმაოდ ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. მიმართულებადაკარგული მთვარე 21:29-დან 23:35 საათამდე ხდება ნეგატიური ენერგიის მატარებელი. ეს პერიოდი ადამიანებში იწვევს გულმავიწყობას, ყურადღების გაფანტვასა და კონცენტრაციის დაქვეითებას. ამიტომ იყავით მაქსიმალურად ფხიზლად, რათა უყურადღებობამ არ გამოიწვიოს ტრავმები ან ავარიული სიტუაციები.

ამავდროულად, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას ქმნის ნერვულ და გონებრივ სისტემაზე. მოსალოდნელია შინაგანი დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილაქტიკური ზომების მიღება.

დღის რეკომენდაცია – დღეს სამყარო თქვენი რწმენის სიმტკიცეს ამოწმებს. მოიმატებს მიამიტობა და მიმნდობლობა, რაც არასწორი ინფორმაციის მიღების რისკს ზრდის. აუცილებელია ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება, სანამ მას ენდობით. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებსა და საბუთებზე ხელის მოწერას. არ დაგეგმოთ საცხოვრებლის შეცვლა ან გარემოს ფუნდამენტური ცვლილება. არ არის სასურველი მცენარეების დარგვა-გადარგვა.

დღე უარყოფითია ნიშნობისთვის, ქორწინებისთვის და ყურების გახვრეტისთვის. ამავდროულად, ხელსაყრელია პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, ასევე საჩუქრების შეძენა. დადებითად აისახება კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ლატარიის ბილეთების შეძენა, მეგობრული კონტაქტები, გავლენიან პირებთან ურთიერთობა, მშენებლობა, სხვადასხვა სახის ვიზიტები და საბავშვო ზეიმების ორგანიზება.

პარტნიორული ურთიერთობები – ხელსაყრელი დროა პარტნიორის ნათესავების გასაცნობად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ნერვული სისტემის, თვალებისა და ვენების მკურნალობისთვის. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. რაციონიდან ამოიღეთ ძლიერი ყავა და ალკოჰოლური სასმელები. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ნერვიულობას და გაუფრთხილდით გულს. ასევე მოერიდეთ სოლარიუმს, აბანოსა და საუნას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები